Tuesday, March 26, 2013

სიკეთის ქალაქი

1. პროექტის სახელწოდება:"სიკეთის ქალაქი"
 2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):მოსწავლეები ირჩევენ მსოფლიოს რომელიმე ქალაქს,რომელიც მათთვის სიკეთის ქალაქად მოიაზრება.მოიპოვებენ მასალებს ამ ქალაქის შესახებ და ამუშავებენ მოპოვებულ ინფორმაციას.შეისწავლიან შერჩეული ქალაქის გეოგრაფიულ მდებარეობას,მისი წარმოშობის ისტორიას,არქიტექტურას,მოსახლეობას,მათ ადათ-წესებსა და ტრადიციებს,ქალაქის ისტორიულ თუ კულტურულ ძეგლებს.ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან ქალაქის რომელიმე სკოლის მოსწავლეებს და შეისწავლეიან მათ სასკოლო ცხოვრებას.
 3.პროექტის აქტუალობა:
 4.პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მოსწავლეებში განავითაროს მოსწავლეებში კვლევის უნარები,ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენების უნარი,კომინიკაციის უნარი. 5.მონაწილეთა ასაკი: 10-11 წლის მოსწავლეები(5 კლასელთათვის)
 6. ვადები(ხანგრძლივობა): სასწავლო წლის განმავლობაში 
 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას/:მოსწავლეები ქმნიან ინტერნეტჟურნალს, ეწყობა ფოტო გამოფენა. თუ ქალაქი საქართველოშია ეწყობა ექსკურსია მისი დათვალიერების მიზნით.ეწყობა თემატური წერა:“სად მთავრდება ბოროტება და სად იწყება სიკეთე“.
 8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,სახატავი საშუალებები, ციფრული ფოტოაპარატი,პროექტორი, ვიდეოკამერა 
 9.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან შერჩეული ქალაქის გეოგრაფიულ მდებარეობას,მისი წარმოშობის ისტორიას,არქიტექტურას,მოსახლეობას,მათ ადათ-წესებსა და ტრადიციებს,ქალაქის ისტორიულ თუ კულტურულ ძეგლებს.ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან ქალაქის რომელიმე სკოლის მოსწავლეებს და შეისწავლეიან მათ სასკოლო ცხოვრებას. პროექტის ფარგლებში ეწყობა შიდასასკოლო კონკურსი "სიკეთის ქალაქი",ქმნიან ინტერნეტჟურნალს, ეწყობა ფოტო გამოფენა. თუ ქალაქი საქართველოშია ეწყობა ექსკურსია მისი დათვალიერების მიზნით.ეწყობა თემატური წერა:“სად მთავრდება ბოროტება და იწყება სიკეთე“.მონაწილეები ეცნობიან იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს,რომელშიც ეს ქალაქია მოხსენებული და საჭიროების შემთხვევაში თარგმნიან მას.
 10.ქართული,უცხო ენები: მოსწავლეები შეისწავლიან რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელშიც შერჩეული ქალაქის ცხოვრებაა აღწერილი თარგმნიან ნაწყვეტებს ამ ნაწარმოებიდან.ისტორია-გეოგრაფია: მოსწავლეები შეისწავლიან ქალაქის,ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას და ისტორიას მუსიკა,ხელოვნება,ფსიქოლოგია:მოსწავლეები ისმენენ განსხვავებული ემოციის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებს და მის ფონზე ქმნიან ნახატებს,ხოლო ფსიქოლოგი ინდუივიდუალურად აანალიზებს თვითოეულ ნამუშევარს.ისტ ტექნოლოგიები: მოსწავლეები აქტიურად იყენებენ ინტერნეტს და სამომხმარებლო პროგრამებს,იძენენ პროექტორის,ფოტოაპარატის,ვიდოკამერის გამოყენების უნარებს.
 11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი); მაია ჟიჟილაშვილი
 12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maiazhizhilashvili@gmail.com, mzhizhilashvili@yahoo.com 13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://eqskursia777.blogspot.com/

No comments:

Post a Comment